Sunday, May 19, 2013

"პიდარასტის" 17 მაისი


"არ შეიძულო ადამიანები კობა! ღმერთი ბოროტი არ არის და ის შენ დაგიცავს! ის ადამიანები ბნელები არიან და ჰგონიათ რომ ღმერთს ემსახურებიან! ღმერთს მსახურება არ სჭირდება, ღმერთს სიყვარული უნდა! არ შეიძულო ადამიანები კობა!"

ერთადერთი რაც ახლა მჭირდება მხარდაჭერაა!
მე ერის მტრად გამომაცხადეს, რომელზედაც გაიმარჯვეს. მე დამამცირეს, ანაფორიანებმა ქვები და ბოთლები მესროლეს, მერე ფეხებით შეგვდგნენ და ავტობუსი ლამის გადააყირავეს, ცხოველებივით მოგვექცნენ. მანამდე ადამიანები დაზომბეს, ბავშვები დაგეშეს და ჭინჭრებით და ჯვრებით მოგვადგნენ "საქართველოს მტრებს". ადამიანებს სწორედ ასე ჩაუნერგეს ცნობიერებაში, რომ მე მტერი ვარდა უნდა შემებრძოლონ. ჰოდა ჩემზე გაიმარჯვეს და მე დამამარცხეს.

სახელმწიფომ მოგვატყუა, გვითხრა ყველაფერი კარგად იქნებაო და ეს იმიტომ, რომ პირდაპირ ვერ გვითხრეს თქვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ხართო. როგორც აღმოჩნდა მათთვის მთავარი იყო ჩვენგან ვინმე არ მომკვდარიყო. ესეც იმიტომ, რომ ქვეყანას სირცხვილი არ ეჭამა და იმიჯი არ შელახვოდა და იმ ცოდვიან ანაფორიანებს კიდევ ერთი ცოდვა არ მიმატებოდათ.


მახსოვს კივილი, რომელმაც წამიერად გამთიშა. გონს რომ მოვეგე პოლიცია მოვარდა და ავტობუსისკენ მიგვათრევდა. ავტობუსში შეგვტენეს და კარები მოგვიკეტეს. მერე ვიღაც წვერიანი და ანაფორიანი მოვარდა და ავტობუსს ფეხებით შედგა. მაგას ჟურნალისტებიც მოყვნენ, რმლებიც უაზრო კითხვებით მოგვახტნენ. მეორე ანაფორიანმა ქვა და ბოთლი გვესროლა. მერე სკამის ქვეშ შევძვერი შიშისგან და უეცრად მთლიანად მოწოლილი ემოცია ისეთი ბღავილით აღმომხდა პირიდან, რომ მთელი ავტობუსი გააყრუა. მერე მახსოვს ვიღაც ქალები ხელებს იშვერდნენ და პიდარასტებს და მტრებს გვეძახდნენ. მერე ორთაჭალის ქუჩები და ჯენგოს ხელი ჩემს ხელს ჩაჭიდებული. მერე გამოშტერებული სახით გავყურებდი გზას, რომელზედაც ავტობუსი მიმათრევდა. ირგვლივ პანიკა იყო, ყველა ყვიროდა მე კი არაფერი მესმოდა, დაყრუვებული და გამოშტერებული ვფიქრობდი ჩემზე და ვგრძნობდი როგორი უსუსური, დამცირებული და გაუბედურებული ვიყავი. ვიგრძენი რომ მეორეხარისხოვანი მოქალაქე ვარ და ეგეც აღარ ვარ. ვიგრძენი რომ ადამიანი კი არა ცხოველი ვარ, რომელსაც გალიაში გამოკეტავენ. ერის მტერი ვარ, რომელსაც არ აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი თავი.

ვაპროტესტებდი ძალადობას და დამცირებას, რომელსაც მე და ჩემნაირი ათასობით და ათიათასობით ადამიანი განიცდის ოჯახში, საზოგადოებაში და ყველგან. ჰოდა მე თავად აღმოვჩნდი ამ ძალადობის მსხვრეპლი იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ღმერთის სახელით უკნიდან მომკიოდნენ – შე პიდარასტო.

მერე სადღაც ჩამოგვყარეს და მიცაზე დავწექი. ირგვლივ ვეღარაფერს ვამჩნევდი, ვეღარაფერზე ვფიქრობდი გარდა ერთისა – არ შეიძულო ადამიანები კობა! ღმერთი ბოროტი არ არის და ის შენ დაგიცავს! ის ადამიანები ბნელები არიან და ჰგონიათ რომ ღმერთს ემსახურებიან! ღმერთ მსახურება არ სჭირდება, ღმერთს სიყვარული უნდა! არ შეიძულო ადამიანები კობა! ამის მეტს ვერაფერს ვფიქრობდი.

ვხედავდი ავტობუსებიდან საცოდავი თვალებით როგორ შემომყურებდნენ სხვა მეორეხარისხოვანი ადამიანები. მერე მახსოვს როგორ შემსვეს პოლიციის მანქანაში, კარები მომიკეტეს და გამაქანეს. უკნიდან კი იმ მეორეხარისხოვნებს ხელით კოცნა გაუგზავნე და დავემშვიდობე. გულში კი სრული უსუსურება ვიგრძენი.

მიმაქროლებდნენ სადღაც. ჩემთვის კი აზრი აღარაფერს ჰქონდა. მერე სადღაც ჩამომსვეს და გამოშტერებული მივვარდი ტაქსის მძღოლს და ვუთხარი მეშინია და სახლამდე მიმიყვანეთქო. მერე მძღოლის უაზრო და წამაქეზებელი კომენტარები მახსოვს, რომელსაც ყვირილით მოვაკეტინე და გამოშტერებული ვუყურებდი თბილისის ზღვის სანაპიროს. სიგარეტს კი ყოველ წამს ვეწეოდი და ხელები მიკანკალებდა. ტელეფონის ზარი არ წყდებოდა. მერე ვიღაც ჟურნალისტები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ თქვენ იმ ორგანიზაციას ხომ წარმოადგენთ. მე საერთოდ აღარაფერს წარმოვადგენ იყო ჩემი პასუხი. მერე სახლი და ტელევიზორი, სადაც ის ვნახე, რაც იმის მერე მოხდა, როცა მე იმ ადგილებს გავშორდი. ის საშინელი კადრები მარშუტკას რომ მიდგნენ და ამან კიდევ უფრო მეტი დარტყმა მომაყენა და შოკში ჩავვარდი. პირიდან კი ბღავილი აღმომხდა.
ეს იმ საშინელ დღეს მოხდა, როცა სახელმწიფომ მწარედ მომატყუა, როცა მან ვერ დამიცვა და ერთადერთი საზრუნავი ის იყო, რომ არ მოვმკვდარიყავი.

დღეს გაუბედურებული და დამცირებული ვარ. კადრებს ვუყურე და მივხვდი რომ უფრო მწარედ მომატყუეს ვიდრე მეგონა. დავინახე, რომ ამ ქვეყანაში მთავრობასაც და ყველაფერსაც ეკლესია მართავს. ვითომ "კორდონი გაარღვიეს", "არ მოკლა მამაო", "არ სცემო მამაო", "დამშვიდდი მამაო". მამაო, მამაო, მამაო.... არ მინდა შევიზიზღო ეს ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს აბნელებენ და ატყუებენ, მაგრამ როგორ მოვახერხო ეს არ ვიცი, როცა სიძულვილით ვივსები მათ ხსენებაზე.

მედიას კი ფეხებზე ვკიდივარ. ისინი ვიღაც იდიოტი პოლიტიკოსებით (მკვდარი პოლიტიკოსებითაც შევარდნაძის სახით), ეგრეთწოდებული უფლებადამცველებით, მამაოებით და სხვა ფაშისტებით ინტერესდებიან. ჩემი მდგომარეობა კი საერთოდ არავის აინტერესებს, გარდა ჩემი ოჯახისა და მეგობრებისა. მე იქ ძალადობის და დამცირების წინააღმდეგ გამოვედი და ფეხებზე დამიკიდეს. სხვებთან გარბოდნენ და მათ ართმევდნენ ინტერვიუებს "ჰომოსექსუალიზმის პრობლემაზე", ნაცვლად იმისა, რომ ჰომოფობიის პრობლემა დაეგმოთ და ეთქვათ რომ ეს ცუდია. ალბათ ის საშინელი და სამარცხვინო დღე არც დადგებოდა, რომელმაც მე დიდი ტკივილი მომაყენა.

ასეთ სახელმწიფოში, სადაც მამაო აძლევს კურთხევას ხელისუფლებას, სადაც მამაო გეშავს პატარებს და ზომბავს "თავის მრევლს", სადაც არსებობენ ეგრეთწოდბული თვითაღიარებული უფლებადამცველები, რომლებიც ადამიანებს პირველხარისხოვნად და მეორეხარისხოვნად ჰყოფენ, სადაც პოლიტიკოსები პოპულისტები არიან და იტყუებიან, სადაც ჩემზე ღმერთის სახელით ძალადობენ, სადაც ადამიანები ბნელები არიან, სადაც მედიას ფეხებზე ვკიდივარ და მხოლოდ დაპირისპირება და შოუები აინტერესებს, აღარ მინდა ცხოვრება. მეშინია ქუჩაში გასვლის, რადგან არ მიცავს კანონი და სახელმწიფო. მეშინია იმის კეთების რაც მიყვარდა – ღამის ლამპიონებით განათებულ ქუჩებში სეორნობა და შოკოლადის ჭამა. ერთადერთი რაც მიცავს მეგობრების და საკუთარი თავის გამხნევებაა.

მაინც არ მინდა შემძულდეს ადამიანები. მინდა ღმერთმა არ მიმატოვოს და ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ დღეს უიმედოდ ვარ და ვფიქრობ აქედან წასვლაზე სადმე "სხვაგან".

გილოცავთ, ვინც ჩემზე – ქართველზე გაიმარჯვა ღმერთის სახელით! ვინც თავში ჯვარი მირტყა. გილოცავთ მთელი გულით და იმედია ლოცვებში მომიხსენიებთ და როცა სამადლობელ პარაკლისს გადაიხდით სამებაში პატრიარქთან, იმედია მომიხსენიებთ და იტყვით – მადლობა ღმერთო რომ იმ პიდარასტზე გამარჯვების ძალა მოგვეციო.

ვულოცავ ქართულ მედიას და სახელმწიფოს ამ დიდ გამარჯვებას!

საქართველო გაბრწყინდა, პიდარასტები დამარცხებულია, ფაშიზმი იშვა ბართლომეს ღამეს! დიდება შენდა წმიდა ერო!

მე კი ჩემი მეგობრების იმედათ ვრჩები და მოველი მათ მხარდაჭერას.

8 comments:

  1. ვარსებობთ ნორმალური ადმაიანებიც, ჯერ კიდევ..
    და ჩვენ შენ გვიყვარხარ :*

    ReplyDelete
  2. kargad mesmis sheni,mec analogiur situciashi viyavii,sruli daucveleboisa da ususurobis gancda mkonda,megona saxlshic shemomivardebodnen da momklavden imitom rom gansxvavebuli azri makvs da vicav imas rac brbostvis miugebelia.kidev ertxel davinaxe tu rogori sibnelea sakartveloshi!!!! mixaria shennairad jansagad moazrovne xalxs rom vxdedav <3

    ReplyDelete
  3. გოგონა წითელი პომადითMay 19, 2013 at 11:51 AM

    არც კი იცი რა კარგად მესმის შენი.. მეც ზუსტად მაგ უმწეობას ვგრძნობ.. მე იმ ავტობუსში ვიჯექი, მამაო ტაბურეტს რომ ურტყამდა და 5 გოგოს ჩაკვლით რომ ცდილობდნენ ქართველობის დაცვას..

    ReplyDelete
  4. There is no god. Deal with it.

    ReplyDelete
  5. გეი არ ვარ და შემიძლია გითხრა, რომ არიან ისეთებიც, ვისაც არ სძულხარ შენი ორიენტაციის გამო :) შენი უფლებებიც ოდესმე იქნება დაცული, ახლა კი, ალბათ ჯობს არ დაენახო მხეცებს, რომლებსაც სისხლი სწყურიათ...

    ReplyDelete
  6. sacxovrat :D chans raoden wignieri brdzandeba es anonimuri batoni ,amas ra sheidzleba mostxovo ?! :D :D :D

    ReplyDelete
  7. არც მე ვარ გეი .თანაგიგრძნობ და მჯერა რომ აუცილებლად შეიცვლება ეს ყველაფერი..აუცილებლად უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღმოაჩენს საკუთარ სიძულვილში ფობიას ...

    ReplyDelete
  8. დიდი დოქტორი imoloa მცენარეული წამალი არის საუკეთესო სამკურნალო საშუალება აივ-ვირუსისგან, მე 8 წლის განმავლობაში დიაგნოზირებული ვიყავი აივ-ით, და ყოველდღე ყოველთვის ვეძებდი კვლევებს, რომ გამერკვია ამ საშინელი დაავადებისგან თავის დაღწევის შესანიშნავი საშუალება, რადგან ყოველთვის ვიცი, რომ რა ჩვენ გვჭირდება, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა დედამიწაზეა. ასე რომ, ინტერნეტის ძებნაში მე დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ექიმმა imoloa განკურნოს აივ ძლიერი მცენარეული მედიკამენტებით. მე გადავწყვიტე ამ მამაკაცთან დაკავშირება, მე დაუკავშირდა მას მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც მე მივიღე DHL კურიერის მომსახურებით. და მან მიბიძგა, როგორ. მე მას ვთხოვე გამოსავალი, რომ მცენარეული მედიკამენტები ორი კვირის განმავლობაში მიეღო. შემდეგ მან დაავალა დავალება გამეწმინდა, რას ვაკეთებ. შემომხედე (აივ NEGATIVE). მადლობა ღმერთს Dr. Imoloa– ს სამკურნალოდ, ძლიერი მცენარეული საშუალების გამოყენებისთვის. მას ასევე აქვს განკურნება ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა პარკონის დაავადება, ვაგინალური კიბო, ეპილეფსია, შფოთვითი აშლილობები, აუტოიმუნური დაავადებები, ტკივილი, ზურგის ტკივილი, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ფსიქიური დაავადებები და ქცევითი დარღვევები, კისტოზური ფიბროზი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, ასთმა, აუტოიმუნური შუამავლობით ართრიტი. თირკმელების ქრონიკული დაავადება, ართრიტი, უკანა ტკივილი, იმპოტენცია, ფეტა ალკოჰოლის სპექტრი, დისტალური დარღვევები, ეგზემა, კანის კიბო, ტუბერკულოზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ძვლის კიბო, ფილტვის კიბო, პირის ღრუს, პირის ღრუს კიბო, სხეულის ტკივილი და ა.შ. ცხელება, ჰეპატიტი ABC, სიფილისი, დიარეა, ჰანტინგტონის დაავადება, უკან გამონაყარი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, ქრონიკული დაავადება, კრონის დაავადება, კისტოზური ფიბროზი, ფიბრომიალგია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ფრჩხილის დაავადება, დამბლა, სელიას დაავადება , ავთვისებიანი მელანომა, მანია, მელორეოსტოზი, მენეიერის დაავადება, მუკოპოლისაქარიდიოზი, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, რევმატოიდული ართრიტი, ალცჰეიმერის დაავადება ელ.ფოსტით - drimolaherbalmademedicine@gmail.com / ან ss whatssapp .... + 2347081986098

    ReplyDelete