Sunday, May 14, 2017

პროტესტი ეკლესიის წინ

https://www.facebook.com/17maisi/photos/ms.c.eJw9zsENxEAIQ9GOVhgMmP4bi2aW5Pr0ZRkZ6jGLArONP1xg~_rCV0kJ2nQKBhWK6gPZZUMeBtLeYs9OyjAsy2NlgbSFzv0C9EPcHuT9kxRl2x~_AD~;cEf4Bol9A~-~-.bps.a.1538580912833283.1073741833.831549733536408/1538802266144481/?type=3&theater
ფოტო: 17 მაისი
პროტესტის ეს ფორმა პოლიტიკური აქტია. იგი არის პოზიცია ეკლესიის ინსტიტუციური ჰომოფობიის წინააღმდეგ. იგი პასუხია ეკლესიის პოლიტიკაზე.

პროტესტის მსგავსი ფორმით დაიწყეს შავკანიანებმა ბრძოლა გათავისუფლებისთვის. ისინი სპეციალურად შედიოდნენ იმ კაფეებში, სადაც შესვლა ეკრძალებოდათ და ამგვარად იკავებდნენ საჯარო სივრცეებს.

ეკლესიას უნდა, რომ შენ იმალებოდე, არ ჩანდე და არ იყო აქტორი პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. ამიტომაც "მოიპარა" 17 მაისი და გამოაცხადა იგი ოჯახების სიწმინდის დღედ. ამ აქტით კი ლგბტ თემი საჯარო სივრციდან განდევნა. საქართველოში ლგბტ თემი არასდროს ყოფილა 17 მაისს ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე - თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 17 მაისი კი სწორედ საჯარო სივრცეში ლგბტ ადამიანთა არდაშვებისთვის გაბრძოლებაა ეკლესიის მხრიდან.

დიახ, მთავარი პრობლემა სწორედ ეკლესიაშია და პროტესტის გამოხატვა ეკლესიის წინ სწორი და ზუსტი აქცენტის დასმაა. 2016 წელს იგივე სცადეს ლგბტ აქტივისტებმა საპატრიარქოს შენობასთან. მაშინ ისინი დააკავეს. ყოველ 17 მაისს გვეუბნებიან, რომ წავიდეთ სადმე ჯანდაბაში, რადგან საჯარო სივრცე უკვე ეკლესიას ეკუთვნის და ჩვენი ადგილი აღარ დარჩა.

ვიღაცები გიდგენენ პროტესტის ჩარჩოებს და გეუბნებიან, რომ მოიქცე "სწორად" და არ იყო კონტპროდუქტიული. დაიკიდე მათი საუბარი!!! ისინი ცდილობენ ყველაფერში სტანდარტები დაადგინონ. გააცნობიერე, რომ შენ მათ სტანდარტებში ვერ ჩაჯდები რადგან იყო ქვიარი, ეს ავტომატურად ნიშნავს რომ არღვევდე მათ მიერ შექმნილ სტანდარტებს. ისინი ვერ გაიგებენ ამას, რადგან ის არ გამოუცდიათ, რასაც ჩვენ, ქვიარები განვიცდით. ჰომოფობიის მუდმივ სამიზნედ ყოფნა გაბრაზებს და როცა გაბრაზებული ხარ ვერ აკონტროლებ შენს ემოციებს. ამიტომ, შეიძლება პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართო.

ასეთ ფორმებს ისინი პროვოკაციულს უწოდებენ. დიახ, ეს პროვოკაციაა! მაშინ, როდესაც შენი ხმა არ ისმის, როდესაც არ გაქვს პოლიტიკური ძალაუფლება, როდესაც გდევნიან და დამცინავად გიმეორებენ, რომ არავინ გდევნის, უნდა გამოიყენო მსგავსი პროვოკაციული ფორმები, რათა დაგინახონ და გააცნობიერონ, რომ შენ არსებობ. 2013 წლის 17 მაისამდე ფიქრობდნენ, რომ ლგბტ ადამიანები საქართველოში არ ცხოვრობდნენ. რომ არა ის ცნობილი პროვოკაციული აქცია (რომელიც დომინანტური ჯგუფების გავლენით ვერ ჩატარდა), ისევ იფიქრებდნენ, რომ ქართველი გეები არ არსებობენ.

ისინი გეუბნებიან, რომ პროტესტის ამგვარი ფორმები საზოგადოებას აღიზიანებს და მოგიწოდებენ, რომ მოიქცე "ნორმალურად", რათა საზოგადოებამ მიგიღოს და ვიღაცებში სოლიდარობის გრძნობა გააჩინო. გააცნობიერე, რომ შენ მისაღები არაფერი გჭირს! ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ და არა იმისთვის, რომ ვიღაცის სტერეოტიპებით გატენილ თავებს ვებრძოლოთ და ამას შევალიო ჩვენი ძვირფასი დრო და ცხოვრება.

პრობლემა შენში კი არა მჩაგვრელშია. მჩაგვრელი შენგან მტრის ხატს ქმნის, შენვე გაბრალებს რომ ასეთი წარმოდგენები აქვს შენზე და შენვე მოგიწოდებს, რომ ამ წინასწარგანწყობების დაძლევაში დაეხმარო. ეს ხომ თავხედობაა?! კიდევ უფრო გაბრაზებს და გინდება სახეში მიაფურთხო ამ უნამუსობას.

აფრიალე ცისარტყელას დროშა სადაც გინდა და როცა გინდა! აფრიალე იგი რუსთაველზე, აფრიალე იგი ეკლესიაში... შენ შეგიძლია იყო პროვოკატორი ამ დროშით! და როცა გეტყვიან, რომ შენ პატივს არ სცემ ვიღაცის რწმენას და ღირებულებებს, უთხარი - პატივს მაშინ ვცემ შენს რწმენას და ღირებულებებს, როცა შენ თავად მცემს პატივს მე!

1 comment:

  1. დიდი დოქტორი imoloa მცენარეული წამალი არის საუკეთესო სამკურნალო საშუალება აივ-ვირუსისგან, მე 8 წლის განმავლობაში დიაგნოზირებული ვიყავი აივ-ით, და ყოველდღე ყოველთვის ვეძებდი კვლევებს, რომ გამერკვია ამ საშინელი დაავადებისგან თავის დაღწევის შესანიშნავი საშუალება, რადგან ყოველთვის ვიცი, რომ რა ჩვენ გვჭირდება, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა დედამიწაზეა. ასე რომ, ინტერნეტის ძებნაში მე დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ექიმმა imoloa განკურნოს აივ ძლიერი მცენარეული მედიკამენტებით. მე გადავწყვიტე ამ მამაკაცთან დაკავშირება, მე დაუკავშირდა მას მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც მე მივიღე DHL კურიერის მომსახურებით. და მან მიბიძგა, როგორ. მე მას ვთხოვე გამოსავალი, რომ მცენარეული მედიკამენტები ორი კვირის განმავლობაში მიეღო. შემდეგ მან დაავალა დავალება გამეწმინდა, რას ვაკეთებ. შემომხედე (აივ NEGATIVE). მადლობა ღმერთს Dr. Imoloa– ს სამკურნალოდ, ძლიერი მცენარეული საშუალების გამოყენებისთვის. მას ასევე აქვს განკურნება ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა პარკონის დაავადება, ვაგინალური კიბო, ეპილეფსია, შფოთვითი აშლილობები, აუტოიმუნური დაავადებები, ტკივილი, ზურგის ტკივილი, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ფსიქიური დაავადებები და ქცევითი დარღვევები, კისტოზური ფიბროზი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, ასთმა, აუტოიმუნური შუამავლობით ართრიტი. თირკმელების ქრონიკული დაავადება, ართრიტი, უკანა ტკივილი, იმპოტენცია, ფეტა ალკოჰოლის სპექტრი, დისტალური დარღვევები, ეგზემა, კანის კიბო, ტუბერკულოზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ძვლის კიბო, ფილტვის კიბო, პირის ღრუს, პირის ღრუს კიბო, სხეულის ტკივილი და ა.შ. ცხელება, ჰეპატიტი ABC, სიფილისი, დიარეა, ჰანტინგტონის დაავადება, უკან გამონაყარი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, ქრონიკული დაავადება, კრონის დაავადება, კისტოზური ფიბროზი, ფიბრომიალგია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ფრჩხილის დაავადება, დამბლა, სელიას დაავადება , ავთვისებიანი მელანომა, მანია, მელორეოსტოზი, მენეიერის დაავადება, მუკოპოლისაქარიდიოზი, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, რევმატოიდული ართრიტი, ალცჰეიმერის დაავადება ელ.ფოსტით - drimolaherbalmademedicine@gmail.com / ან ss whatssapp .... + 2347081986098

    ReplyDelete