Monday, December 31, 2018

ქვიარ ემიგრანტის წერილი მადამ პრეზიდენტს

Georgian flag in Antwerp Gay pride

მადამ პრეზიდენტო, გილოცავთ ახალ წელს და ქვეყნის მთავარსარდლის ტიტულს!

როგორც ფემინისტს, მეამაყება, რომ ვესალმები ჩემი ქვეყნის ქალ პრეზიდენტს და გამიზნულად გამოვკვეთ თქვენს გენდერულ იდენტობას. გამოვკვეთ, რადგან შეძელით და პატრიარქალურ სისტემაში გახდით ქვეყნის ქალი მთავარსარდალი.

თუმცა, რამდენადაც მეამაყება, იმდენადვე გულნატკენი ვარ. ვაი, რომ სწორედ ამ პატრიარქალურმა სისტემამ ჩაკლა თქვენში მებრძოლი ქალი ჩემო მადამ პრეზიდენტო. ბოლო პერიოდში აქტიურად ვიბრძოდით ფემინისტები ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გასაზრდელად. თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც უნდა ყოფილიყო. თუმცა, ჩვენ - ფემინისტები დავმარცხდით. ბაზარმა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქალი გააპრეზიდენტა. თუმცა ამ ქალს ბაზრის მშენებელმა კაცებმა სახე წაართვეს და დღეს მოგვცეს შინაარსისგან დაცლილი მხოლოდ ორი მშრალი სიტყვა - "ქალი პრეზიდენტი". არადა რა დიდი მნიშვნელობის მოვლენა უნდა ყოფილიყო თქვენი გაპრეზიდენტება ჩემო მადამ პრეზიდენტო. გისურვებთ თქვენი იდენტობა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენოთ.


მადამ პრეზიდენტო, თქვენ ჩემი, როგორც ემიგრანტის პრეზიდენტი ხართ. ვის ესმის სხვას თქვენზე მეტად ჩემი გასაჭირი?! განა თქვენ უკეთ არ იცით რა არის ემიგრაცია?! ჰო, ჩემო მადამ პრეზიდენტო, თქვენსავით გავექეცი ჩემს ქვეყანას და თქვენსავით მინდა დაბრუნება და ჩემი რესურსების ჩემივე ქვეყნისთვის გამოყენება. მაგრამ ეს არ გამოდის ჩემო მადამ პრეზიდენტო.

საქართველოდან სიღარიბეს, ჰომოფობიას, შანტაჟს, მუქარებს, "დავერბროკებას", დაშინებას, უმწეობას, უიმედობას, დაბინძურებულ ჰაერს, პოლიციურ რეჟიმს, უსამართლობას, უთანასწორობას, ძალადობას და ვინ მოთვლის კიდევ რას არ გავექეცი. ბოლო წელი ქუჩაში გადაადგილებას ვერიდებოდი, რადგან მეშინოდა. როცა გადავადგილდებოდი, ყოველთვის ვაკვირდებოდი რა ქუჩაზე ვიყავი და რა ნომერთან ვიდექი. პოლიციის გამოძახება რომ დამჭირვებოდა უნდა მეთქვა ზუსტი მისამართი. ადამიანებსაც დიდი გაფაციცებით ვაკვირდებოდი, რადგან დაკითხვისას ზუსტად უნდა აღმეწერა თავდამსხმელი. რათქმაუნდა, პოლიციის იმედი არ მქონდა არასდროს, არც სასამართლოს ნდობა არ მქონდა, თუმცა არ ვიცი თავდასხმისას პოლიციის გარდა ვისთვის მიმემართა. მუდმივად მობილიზებული ვიყავი: ყოველთვის მქონდა ტელეფონი დატენილი და ყოველი შემთხვევისთვის დამტენიც თან მქონდა, თავდასხმა რომ ვიდეოთი გადამეღო. ეს ჩემი ერთადერთი თავდაცვის იარაღი იყო. ვფიქრობდი რომ ამით ცოტათი მაინც შევაშინებდი თავდამსხმელს. ჰო ასეთი პარანოია მქონდა ჩემო მადამ პრეზიდენტო. თუმცა ეს პარანოია არ იყო უსაფუძვლო. მქონდა თავდასმის გამოცდილება ქუჩაშიც და სხვა სივრცეებშიც. ასეთი გამოცდილებებით ცხოვრობენ ჩემი მეგობრები დღესაც.

ახლა სხვა ქვეყანაში ვარ. მშვიდად დავდივარ ქუჩებში და არ მეშინია. თუმცა ამ პარანოიამ ერთი კომპლექსი დამიტოვა. ქუჩაში ან ტრანსპორტში ქართული საუბარი რომ მესმის, ვდუმდები და გავრბივარ. ეს გაუცნობიერებლად ხდება. ავტომატურად ირთვება ფლეშბექები და ისევ შიშის გრძნობა მიპყრობს, რომელიც თან ახლდა თბილისის ქუჩებში ქართულად გინებას ჩემი მისამართით. ვინ იცის ამ კომპლექსს როდის დავძლევ...

ჩემო მადამ პრეზიდენტო, ვინ მოთვლის რამდენჯერ მიტირია მონატრებისგან ავტობუსში, ქუჩაში, კაფეში... მაშინვე ტუალეტში გავრბოდი და სარკის წინ, ხელსაბან ნიჟარაში თავჩახრილი ვტიროდი ან სათვალეს ვიფარებდი. არ მინდოდა სხვებს ენახათ როგორ ვტოროდი არა იმიტომ, რომ მეშინოდა ჩემი ემოციების გამოხატვის, არამედ იმიტომ რომ არ მინდოდა სხვებს ენახათ რომ მე სუსტი ვარ. ესეც კულტურამ გამომიმუშავა. უნდა მებრძოლა გადარჩენისთვის და არ მეჩვენებინა სხვებისთვის ჩემი სისუსტეები.

ერთხელ ჩემს ფრანგ მეგობართან წამსკდა მონატრების ცრემლები საქართველოზე როცა ვესაუბრებოდი და ტუალეტში გავრბოდი, რომ ჩემთვის ჩუმად მეტირა. მან ამის საშუალება არ მომცა, დამამშვიდა და მითხრა, რომ აქ სხვა რეალობაში ვცხოვრობდი და იყო დრო ის ტკივილები წარსულს ჩამებარებინა. მაშინ მივხვდი, რომ დრო იყო ცხოვრებით დავმტკბარიყავი და აღარ მებრძოლა გადარჩენისთვის.

დღეს ახალი წელია. უკვე აღარ ვტირი. ახალ ცხოვრებას ვიწყებ საქართველოსგან შორს. საქართველო კი თანდათან ჩემთვის ძველ მოგონებებში იკარგება. ეს ცხოვრება მე არ ამირჩევია. ისევ კულტურამ მაიძულა თავი გადამერჩინა და სხვაგან წავსულიყავი. დღეს უფრო ბედნიერი ვარ. დღეს უფრო მშვიდად ვარ, რადგან აღარ მიწევს დავაკვირდე ქუჩებს, მისამართებს... აღარ მეშინია რომ ქუჩაში თავს დამესხმებიან. აღარ მეშინია, რომ უმიზეზოდ გამაჩერებს პოლიცია და რამეს ჩამიდებს. აღარ მეშინია რომ ვინმე "დამავერბროკებს". თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობ. ვგრძნობ როგორ მიდგას ის სახელმწიფო გვერდით, რომელმაც მიმიღო და შემიყვარა ისეთი, როგორიც ვარ. თუ წავიქცევი, ვიცი რომ სახელმწიფო დამეხმარება ფეხზე წამოდგომაში. დასჯაზე ორიენტირებული სისტემის ნაცვლად, მზრუნველობაზე ორიენტირებულ სისტემაში ვცხოვრობ. ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც ცეკვა არ არის დანაშაული. უფრო ლაღად და ექსპრესიულად ვცეკვავ. თუმცა, დღეს ჩემი ცეკვა პოლიტიკური აღარაა. იგი ჩემი თავისუფალი სხეულის თვითგამოხატვაა. იგი აღარ არის საბრძოლო ცეკვა. როცა მეკითხებიან საიდან ვარ და იგებენ საქართველოს, მაშინვე იხსენებენ "ბასიანს" და რეივ რევოლუციას და დიდი აღტაცებით საუბრობენ იმ შავი პარასკევის ბრძოლაზე. ამ დროს ვმშვიდდები და სიამაყის გრძნობა მიპყრობს. მიხარია, რომ საქართველოს ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდების სამშობლოდ იცნობენ. სიამაყით ვუყვები ყველას ამ პოლიტიკური რეივის შესახებ, თუმცა თვალზე მაინც ყოველთვის სინანულის ცრემლი მადგება, რადგან მინდოდა ამ ახალი საქართველოს ტრანსფორმაციაში მეც შემეტანა ჩემი წვლილი. მინდოდა ჩემი მეგობრების გვერდით მეც მებრძოლა, რათა ისეთი სახელმწიფო შემექმნა, როგორშიც აქ, კილომეტრების დაშორებით ვცხოვრობ. მაგრამ ვერ შევძელი. ვერ შევძელი არა იმიტომ, რომ არ შემეძლო ბრძოლა, არამედ იმიტომ რომ მოძალადე სისტემამ სიკვდილის გარდა მხოლოდ ერთი ალტერნატივა - გაქცევა დამიტოვა. ეჰ, ჩემო მადამ პრეზიდენტო, ვინ იცის რამდენი ხანი უნდა ვმალო ჩემი გაქცევის ნამდვილი მიზეზი ყველასგან...

დღეს სხვა ქართველი ქვიარებისგან განსხვავებით უფრო მეტად პრივილეგირებული ვარ, რადგან იმ ტერორში აღარ ვცხოვრობ, რაშიც ისინი ცხოვრობენ. დღეს აღარ მიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის. თუმცა თქვენსავით ჩემს ოჯახთან ერთად ვერ ვხვდები ახალ წელს ჩემო მადამ პრეზიდენტო. ჩემი ოჯახის ერთი წევრი სისტემამ მომიკლა ჩემო მადამ პრეზიდენტო. დანარჩენები კი იძულებული ვიყავი დამეტოვებინა. ვინ იცის როდემდე გაუძლებს ჩემი გული მათ მონატრებას და მუდმივად მათზე ფიქრს. დღეს თქვენსავით არ ველი ძვირფას საჩუქრებს ჩემი მეგობრებისგან, რადგან მათ ამდენი ფული არ აქვთ, რომ საჩუქრები გამომიგზავნონ. არც მე შემიძლია მათდამი გულუხვი ვიყო, მაგამ ბედნიერი ვარ, რომ სიმდიდრეს დახამებული პოლიტიკოსების და სასულიერო პირების ნაცვლად მებრძოლი და მამაცი მეგობრები მყავს, რომლებიც იბრძვიან მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ ჩემო მადამ პრეზიდენტო. 

გუშინ ვითვლიდი და 25 ქვიარზე მეტი დავითვალე, ვინც ბოლო წელს საქართველოდან ჩემსავით გამოიქცა. ახალი რომ ჩამოდის, რატომღაც გადარჩენილად ვთვლი. სამწუხარო რეალობაა ჩემო მადამ პრეზიდენტო, მაგრამ ჩვენ სისტემა გვაიძულებს ასე მოვიქცეთ რომ გადავრჩეთ. ბრძოლის მიუხედავად უიმედობა უფრო მეტად გვიპყრობს და გავრბივართ, რომ ჩვენი დამახინჯებული ქვიარ სხეულები გადავარჩინოთ. ჩვენ არ გვინდა ბრძოლა ჩვენო მადამ პრეზიდენტო, მაგრამ სისტემა გვებრძვის და გვაიძულებს ემიგრაციას.

ჰოდა ჩემო მადამ პრეზიდენტო, გიტოვებთ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს და იმედი მაქვს მათზე იზრუნებთ. იმედი მაქვს გადარჩენისთვის ბრძოლაზე აგებულ კულტურას დაანგრევთ და სიყვარულზე ორიენტირებულ სისტემას ააშენებთ. იმედი მაქვს რომ ჩვენ, გადმოხვეწილებსაც მოგვცემთ დაბრუნების იმედს.

იცოდეთ, რომ ამ წერილს მხოლოდ შიშველი ემოციებით - დიდი სევდით, მონატრებით, ტკივილით, სინანულით და გულწრფელობით გწერთ.

გილოცავთ ახალ 2019 წელს და ახალ რეალობაში გაღვიძებას გისურვებთ ჩემო მადამ პრეზიდენტო!


1 comment:

  1. დიდი დოქტორი imoloa მცენარეული წამალი არის საუკეთესო სამკურნალო საშუალება აივ-ვირუსისგან, მე 8 წლის განმავლობაში დიაგნოზირებული ვიყავი აივ-ით, და ყოველდღე ყოველთვის ვეძებდი კვლევებს, რომ გამერკვია ამ საშინელი დაავადებისგან თავის დაღწევის შესანიშნავი საშუალება, რადგან ყოველთვის ვიცი, რომ რა ჩვენ გვჭირდება, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა დედამიწაზეა. ასე რომ, ინტერნეტის ძებნაში მე დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ექიმმა imoloa განკურნოს აივ ძლიერი მცენარეული მედიკამენტებით. მე გადავწყვიტე ამ მამაკაცთან დაკავშირება, მე დაუკავშირდა მას მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც მე მივიღე DHL კურიერის მომსახურებით. და მან მიბიძგა, როგორ. მე მას ვთხოვე გამოსავალი, რომ მცენარეული მედიკამენტები ორი კვირის განმავლობაში მიეღო. შემდეგ მან დაავალა დავალება გამეწმინდა, რას ვაკეთებ. შემომხედე (აივ NEGATIVE). მადლობა ღმერთს Dr. Imoloa– ს სამკურნალოდ, ძლიერი მცენარეული საშუალების გამოყენებისთვის. მას ასევე აქვს განკურნება ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა პარკონის დაავადება, ვაგინალური კიბო, ეპილეფსია, შფოთვითი აშლილობები, აუტოიმუნური დაავადებები, ტკივილი, ზურგის ტკივილი, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ფსიქიური დაავადებები და ქცევითი დარღვევები, კისტოზური ფიბროზი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, ასთმა, აუტოიმუნური შუამავლობით ართრიტი. თირკმელების ქრონიკული დაავადება, ართრიტი, უკანა ტკივილი, იმპოტენცია, ფეტა ალკოჰოლის სპექტრი, დისტალური დარღვევები, ეგზემა, კანის კიბო, ტუბერკულოზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ძვლის კიბო, ფილტვის კიბო, პირის ღრუს, პირის ღრუს კიბო, სხეულის ტკივილი და ა.შ. ცხელება, ჰეპატიტი ABC, სიფილისი, დიარეა, ჰანტინგტონის დაავადება, უკან გამონაყარი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, ქრონიკული დაავადება, კრონის დაავადება, კისტოზური ფიბროზი, ფიბრომიალგია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ფრჩხილის დაავადება, დამბლა, სელიას დაავადება , ავთვისებიანი მელანომა, მანია, მელორეოსტოზი, მენეიერის დაავადება, მუკოპოლისაქარიდიოზი, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, რევმატოიდული ართრიტი, ალცჰეიმერის დაავადება ელ.ფოსტით - drimolaherbalmademedicine@gmail.com / ან ss whatssapp .... + 2347081986098

    ReplyDelete